სამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზეთში რუსეთთან გაერთიანებული სამხედრო შენაერთების შექმნაზე შეთანხმება რატიფიცირებულია

18 დეკემბერი, 2015 • 1278
აფხაზეთში რუსეთთან გაერთიანებული სამხედრო შენაერთების შექმნაზე შეთანხმება რატიფიცირებულია

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა გაერთიანებული სამხედრო შენაერთების შესახებ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.

“პირველადი ამოცანაა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ეს საკითხი, ისე როგორც არასდროს, აქტუალურია. როდესაც 2004 წელში რუსეთთან შეთანხმებას ხელი მოეწერა, ცოტა თუ იფიქრებდა იმაზე, რომ ის ასე მალე პრაქტიკულ აქტუალობას შეიძენდა. ეს კიდევ ერთი არგუმენტია იმისა, თუ რატომ არ უნდა იყოს გადადებული ეს საკითხი. ჩვენ გარშემო და მთლიანად მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რატიფიცირება აუცილებელია. ჩვენ საშუალება გვეძლევა, რუსეთის დახმარებით ეფექტურად დავიცვათ ჩვენი სამშობლო”,- ამბობს პარლამენტის სპიკერი დაურ არშბა.

რატიფიცირებას მხარი 26-მა დეპუტატმა დაუჭირა, ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ორმა – თავი შეიკავა.

რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას ხელი 2014 წლის 24 ნოემბერს მოეწერა. შეთანხმება სამხედრო სფეროს გარდა კოორდინირებულ საგარეო პოლიტიკასა და საერთო სოციალურ-ეკონომიკურ სივრცის შექმნას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი