სამხრეთ კავკასიის ამბები

მედვედევმა აფხაზეთსა და ყირიმს შორის შეთანხმება მოიწონა

13 აპრილი, 2016 • 1311
მედვედევმა აფხაზეთსა და ყირიმს შორის შეთანხმება მოიწონა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთსა და ყირიმს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მოიწონა.

ოფიციალური ცნობით, შეთანხმება ძალაში უახლოეს პერიოდში შევა.

2016 წლის მარტში აფხაზეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ყირიმი დაინტერესებულია საზღვაო გზითა ფხაზეთიდან უალკოჰოლო სასმელები და ხილი იყიდოს.

2014 წლის 16 მარტს ყირიმში რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა. რეფერენდუმს უკანონოდ მიიჩნევს უკრაინა და დასავლეთი.

მასალების გადაბეჭდვის წესი