კომენტარი

ამერიკის კურსი კავკასიაში

2 თებერვალი, 2009 • 2303
ამერიკის კურსი კავკასიაში

–ამერიკისთვის კავკასია ერთერთ სტრატეგიულ რეგიონად ითვლება. რუსეთიაცხადებს, რომ ის ამ რეგიონში შემოსვლის უფლებას არავის მისცემს. ეთანხმებითაზრს, რომ ამერიკას გაუჭირდება ამ რეგიონში თავისი ინტერესების გატარება ?

_ ვფიქრობ, ამერიკის დღევანდელი პოლიტიკა ამ რეგიონისადმი იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო. ჩვენ ვეცადეთ, რუსეთთან კარგი ურთიერთობები დაგვემყარებინა. ვმუშაობდით დემოკრატიული ინსტიტუტებისა და საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, როგორც რუსეთში, ისე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. სამწუხაროდ, პოლიტიკის განვითარება ორივე მიმართულებით წინააღმდეგობრივია.

ახლა ჩვენ ახალი ადმინისტრაცია გვყავს, რომელმაც თავიდანვე განაცხადა, რომ შეეცდება კარგი ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან და შეინარჩუნოს ის კურსი, რაც კავკასიის სახელმწიფოებთან აქვს. ვიტყვი, რომ ახალ ადმინისტრაციასაც იგივე მიმართულება ექნება, როგორიც ძველს ჰქონდა.

_ საქართველოში დისკუსია გაიმართა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოსპრეზიდენტი არ იყო მიწვეული პრეზიდენტ ობამას ინაუგურაციაზე

_ ადმინისტრაციის გადაწყვეტილება იყო, რომ მხოლოდ ვაშინგტონში მყოფი ელჩები მიეპატიჟებინათ. რომელიმე ქვეყნის პრეზიდენტი პერსონალურად მიწვეული არ ყოფილა. გარდა ამისა, კონგრესის წევრებს ჰქონდათ ბილეთები და უფლება, ინაუგურაციაზე მათთვის სასურველი სტუმრები მიეპატიჟებინათ. ეს ბილეთები მათ დაარიგეს. შესაძლოა, იქ, რომელიმე ქვეყნის მეთაურიც მოხვდა. 

_ დღეს საქართველოში ოპოზიცია ისევ აყენებს პრეზიდენტის გადადგომისა დავადამდელი არჩევნების საკითხს. საინტერესოა თქვენი, როგორც ამერიკელიდიპლომატის აზრი ამასთან დაკავშირებით.

_ ოპოზიციის გამოსვლა და მოთხოვნების წამოყენება აბსოლუტურად ნორმალურია, ეს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ხდება. ჩვენ ამას ვუყურებთ, როგორც ნორმალურ პროცესს.

_ აშშ საქართველოს მთავარი პოლიტიკური პარტნიორია, მაგრამ ბევრი თვლის, რომბუშის მთავრობა მხოლოდ სააკაშვილის მეგობარი იყო. როგორი იქნება ობამასადმინისტრაციის დამოკიდებულება საქართველოსთან მიმართებაში?

_ ჩვენ მთავრობებს შორის ძალიან ნორმალური, მჭიდრო ურთიერთობები არსებობს. პრეზიდენტებს შორის პიროვნული ურთიერთობების მიუხედავად, მთავრობებს შორის ნორმალური თანამშრომლობა უფრო გაღრმავდება.

_ ნოემბრის მოვლენებისა და საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საქართველოშიგაიზარდა ანტიამერიკული განწყობა. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი და რასგააკეთებს ამერიკა ამ განწყობის შესაცვლელად.

_ შეიძლება განსხვავებული შეხედულებები არსებობდეს საზოგადოებაში, მაგრამ ჩვენი ვალია, და სწორედ იმისთვის ვართ დიპლომატიური მისია, რომ გავიგოთ, თუ რა რატომ იცვლება და რა არის ამის მიზეზი.

_ გამარტივდება თუ არა აშშსთან სავიზო რეჟიმი?

_ ამერიკის საემიგრაციო კანონი კონგრესის მიერ არის დამტკიცებული. ის გარკვეულ პროცედურებს გულისხმობს, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის ერთნაირია. ეს ჩვენი კანონია და მის დაცვას, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ. მთავრობებს შორის მიდის მუშაობა, რომ რაღაც საკითხებში განსხვავებული მიდგომა იყოს. საქართველო გამონაკლისი არ  არის.

_ ითქვა, რომ ამერიკის საელჩოს ერთერთი მთავარი პრიორიტეტი საქართველოში თავისუფალი მედიის მხარდაჭერა იქნება.

_ თქვენს კოლეგებთან ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ _ როგორც სამთავრობო მედიასთან, ისე დამოუკიდებელთან. მედიას ვთხოვთ, კარგად ჩამოაყალიბონ და ჩვენამდე მოიტანონ, როგორ ხედავენ ისინი ჩვენგან მედიის ხელშეწყობას. ჩვენ მედიაში დიდ რესურსებს ვხარჯავთ, პირველ რიგში ფინანსურს. მრავალი წელია მხარს ვუჭერთ თავისუფალი მედიის განვითარებას და გვაინტერესებს დავინახოთ ამ ძალისხმევის სისწორე და მიზნობრიობა.

_ ამერიკა საქართველოს ერთი მილიარდი დოლარით უნდა დაეხმაროს. თუ არისგადაწყვეტილი, როდის დაიწყება ამ თანხის გადმორიცხვა და რა სახის მონიტორინგსჩაატარებს ამერიკული მხარე?

_  ამ თანხიდან 750 მილიონი უკვე გაწერილია მიზნობრივად, რა რას უნდა მოხმარდეს. ამის შესახებ ინფორმაცია საელჩოს ვებგვერდზე დევს. მოხარული ვართ, რომ საქართველოს მთავრობამ ამასთან დაკავშირებით მასალები გამოაქვეყნა. მივესალმებით საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ ამ თანხების მიზნობრიობის გაკონტროლებაში მონაწილეობას არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიიღებენ.

_ თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურად ხდება იმ თანხის განკარგვა, რაცსაქართველომ  საერთაშორისო საზოგადოებიდან ომის შემდეგ მიიღო?

_ მე კომენტარი მხოლოდ ამერიკიდან შემოსულ თანხებზე შემიძლია გავაკეთო. ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ იმაზე, თუ როგორ დავხმარებოდით ქართველ ხალხს. ამერიკის დახმარების პაკეტი მრავალმხრივია. ის მოიცავს როგორც ლტოლვილების დახმარებას, ასევე ბიუჯეტის შევსებას იმ სოციალური პრობლემების გადასაჭრელად, რისი ვალდებულებაც ბიუჯეტით არის გათვალისწინებული. გამოვყავით ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის, ასევე დემოკრატიის განვითარებისა და შესაბამისი პირობების გაუმჯობესების პაკეტი. ამაში შედის მედიისთვის მხარდაჭერის პროგრამაც.

_ თქვენი აზრით, როგორ მოახერხა საქართველოს მთავრობამ ახალი დევნილებისუფლებების უზრუნველყოფა?

_ შთამბეჭდავი იყო დევნილების დაბინავებასთან დაკავშირებით გამოჩენილი სისწრაფე. ჩვენ გავაგრძელებთ მეთვალყურეობას, თუ როგორ ხდება მათი უფლებების დაცვა, საჭიროებათა დაკმაყოფილება, არა მარტო მთავრობის მხრიდან, არამედ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც.

_ საქართველოში, ფაქტობრივად, არ შემოსულა ამერიკელი ინვესტორი. რა არის ამისმიზეზი?

_ ვერ დაგეთანხმებით, რადგან ჩვენ საქართველოში ინვესტორები გვყავს. შეიძლება ბევრი არა, მაგრამ არიან. ამის მანიშნებელია საქართველოში მოქმედი ამერიკის სავაჭრო პალატა, რომელიც გამოხატავს აქ მოქმედი ამერიკელი ინვესტორების ინტერესებს. ამჟამად მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისია და ინვესტირების დრო ნამდვილად არ არის. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი