ახალი ამბები

წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალსა და კაცს შორის ერთობაა

8 მარტი, 2016 • 1933
წულუკიანი: დიახ, უნდა ჩაიწეროს კონსტიტუციაში, რომ ოჯახი ქალსა და კაცს შორის ერთობაა

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის კაცისა და ქალის ერთობა.

“ოჯახი და ქორწინება არის ერთობა ქალსა და მამაკაცს შორის და ვფიქრობ, რომ, დიახ, ეს უნდა ჩაიწეროს საქართველოს კონსტიტუციაში, რადგან სამოქალაქო კოდექსის ის ფორმა, რომლითაც იუსტიციის სახლებში წყვილებს ვაქორწინებთ, კიდევ უფრო გამყარდეს. გამყარდეს იმ ქვეყანაში, რომელიც მართლაც დგას ამ ტრადიციულ ღირებულებებზე. შესაბამისად, ამ ინიციატივას და პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებას ბოლომდე მხარს ვუჭერ და ჩემს როლს შევასრულებ იმისთვის, რომ ეს იქცეს კანონად”, – განუცხდა “იმედს” თეა წულუკიანმა.

7 მარტს, კოალიცია “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ კოალიცია მხარს დაუჭერს კონსტიტუციაში შესწორების შეტანას, რომლის მიხედვითაც ქორწინება განიმარტება, როგორც ქალისა და კაცის ერთობა.

ამგვარი ჩანაწერის გაკეთების ინიციატივით, 2014 წლის 28 მარტს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოვიდა. აღნიშნული ღარიბაშვილმა ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი