ახალი ამბები

რუსული გამოცემა მინსკის ტერაქტში ქართულ კვალზე საუბრობს

12 აპრილი, 2011 • 1104
რუსული გამოცემა მინსკის ტერაქტში ქართულ კვალზე საუბრობს

რუსული გამოცემა „მოსკოვისკიე ნოვოსტი“ წერს, რომ ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს  წარმომადგენლებისაგან, რომლებიც სრულ ანონიმურობას ითხოვენ, აქვთ ინფორმაცია, რომ თითქმის მთავარი ვერსია მინსკის ტერაქტთან დაკავშირებით საქართველოს უკავშირდება.

„საქართველოს შურისძიება მინსკს უვიზო რეჟიმის გამო“, – ასეთია რუსული გამოცემის ვერსია მინსკის ერთ–ერთ მეტროსადგურში გუშინ მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, რომლის დროსაც ოფიციალური მონაცემით 12 ადამიანი დაიღუპა და ათეულობით დაშავდა.

მინსკის მეტროსადგურ „ოქტიაბრსკაიაში“ აფეთქება გუშინ საღამოს მოხდა. ბელორუსის გენპროკურატურამ აფეთქებას ტერაქტის კვალიფიცირება მისცა.

ამ დროისთვის საგამოძებო ჯგუფმა რამდენიმე ეჭვმიტანილი დააკავა, რომლებიც შესაძლოა ტარაქტთან რაიმე კავშირში არიან.

 

ამავე თემაზე:

მსხვერპლი მინსკის მეტროში

მასალების გადაბეჭდვის წესი