ახალი ამბები

1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება

27 იანვარი, 2016 • 1386
1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 2016 წელს 1-5 ივლისს თბილისში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესია გაიმართება.

“საქართველოს 25-წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიის განმავლობაში ეს იქნება ყველაზე მასშტაბური და მნიშნელოვანი პოლიტიკური ღონისძიება, რომელიც საქართველოში ჩატარდება”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სესიას 57 წევრი ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია დაესწრება. უსუფაშვილის განმარტებით, ეუთო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და აქტიური ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს ევროპის, აზიისა და ამერიკის ქვეყნებს.

უსუფაშვილი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო სესიის მასპინძლობით ხელი შეეწყობა ორგანიზაციის წინსვლასა და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების წინ წამოწევაში.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურმა მდივანმა, რობერტო მონტელამ სესიის თბილისში გამართვასთან დაკავშირებულ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს 27 იანვარს მოაწერეს ხელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი