ახალი ამბები

კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

31 იანვარი, 2011 • • 1114
კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს

მთავრობის კანცელარიაში მთავრობის სხდომა მიმდინარეობს.

დღის წესრიგში 28 საკითხია შეტანილი. აქედან  14 განსახილველი საკითხია, 13 –სათათბირო და ერთი –ინფორმაციული.

სხდომაზე განსახილველ საკითხებს, დღის წესრიგის მიხედვით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი ხათუნა კალმახელიძე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური წარადგენენ.  

სხდომის ბოლოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი შემოსავლების სამსახურის სტრუქტურისა და ფუნქციების ცვლილებასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

ამ წელიწადს ეს მთავრობის მეხუთე სხდომაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი