თამუნა სირბილაძის ნამუშევრები თანამედროვე ხელოვნების უდიდეს არტ-სივრცეში

თამუნა სირბილაძე

თამუნა სირბილაძე

თანამედროვე ხელოვნების მსოფლიოში ერთ–ერთი უდიდესი კერძო არტ-სივრცე/კოლექცია Rubell Family Collection 1964 წელს კერძო კოლექციონრების, დაონალდ და მერა რუბელის მიერ ნიუ იორკში დაარსდა და ოცდაათი წლის შემდეგ მაიამიში (ფლორიდის შტატი) გადაინაცვლა. აქ გამოფენილია ისეთი თანამედროვე მხატვრები, როგორებიც არიან ენდი უორჰოლი, ჯეფ კუნსი, კარა უოკერი, დემიენ ჰირსტი, ჟან–მიშელ ბასკია და სინდი შერმანი. ამას წინათ მუზეუმის უზარმაზარ ტერიტორიაზე (დაახლოებით ორმოცდასამი ათასი კვადრატული მეტრი), ოცდარვა საგამოფენო დარბაზში დიდი ჯგუფური ექსპოზიცია გაიხსნა სახელწოდებით: No Man’s Land: Women Artists from The Rubell Family Collection (სამყარო მამაკაცების გარეშე: ქალი არტისტები რუბელის ოჯახის კოლექციიდან). აქ წარმოდგენილია სხვადასხვა სკოლისა და თაობის მხატვრების როგორც ფერწერა და სკულპტურა, ასევე ფოტოგრაფია და ვიდეოინსტალაცია. ასზე მეტი ხელოვანი ქალის ნამუშევრებს შორის ვენაში მცხოვრები ქართველი მხატვრის, თამუნა სირბილაძის ოთხი ნახატია, რომლებიც ამ ცნობილმა კოლექციონრებმა შეიძინეს.

***

„ქალური ხელოვნება არსებობს, მაგრამ ცუდია, როცა ნახატში სქესი ჩანს. დღეისათვის ეს მხატვრის ხელწერის ნაკლად ითვლება, როცა ტილო ნაზი სტილით ან თემატურად “ქალური” სუბიექტებით არის დატვირთული. 2006 წელს ე.წ. ქალების სერია, როგორც კონტრაპუნქტი, იმისთვის დავხატე, რომ ეს თემა ამომეწურა. ხელოვნების ისტორიაში მამაკაცები ქალებს ისედაც ყოველთვის ხატავდნენ: “უთოობის პოზებში”, “ბავშვით სამზარეულოში”, “ქალები აბაზანაში”, “პეიზაჟებში წამოწოლილი ქალები” და ა.შ.

არსებობობენ ქალური ხელოვნების თეორეტიკოსებიც. მაგალითად, თუნდაც შერი ლევინის ნაშრომი “ფემინისტური ხელოვნება XX საუკუნეში”. ქალური არტი ხელოვნების მთელი მიმდინარეობაა: ქალები პერფორმანსებს ატარებენ, ვიდეოს იღებენ, მათთვის ექსტრიმი არაა უცხო. მაგალითად, ავსტრიელი ფემინისტი მხატვარი ვალი ექსპორტი, რომელმაც კაცს კისერზე ბაწარი გამოაბა და ქუჩაში ატარებდა.

ისტორიული რეალობიდან გამომდინარე, ქალი მხატვარი არასოდეს იყო ისე მხარდაჭერილი და წახალისებული, როგორც კაცი. ავიღოთ თუნდაც რენესანსის პერიოდი…

ყველა ხელოვან ქალს დახმარება სჭირდება და ეს დახმარება თუნდაც იმაში შეიძლება გამოიხატოს, რომ ქალ არტისტს ისეთივე სრულყოფილ მხატვრად მიიღებენ, როგორადაც კაცს აღიქვამენ; ქალს კი არასოდეს დასჭირდება სხვა კაც მხატვართან შედარება და პარალელების გავლება. მასზე არ ისაუბრებენ, რომ იგი ვიღაცას, მით უმეტეს, მხატვარ კაცს, ჰგავს.

Andre' Breton. 2015

Andre’ Breton. 2015

Painting or Sculpture

Painting or Sculpture

In Which It Is Whether They Went with It (2015)

In Which It Is Whether They Went with It (2015)

Double/one Who Meant One One of the Time

Double/one Who Meant One One of the Time

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ია მერკვილაძე