ახალი ამბები

მცირე მეწარმეების მხარდამჭერი აქცია

26 ოქტომბერი, 2010 • • 1018
მცირე მეწარმეების მხარდამჭერი აქცია

 

,,კონსერვატიულმა პარტიამ’’   და მცირე  მეწარმეებმა დღეს  პარლამენტის წინ აქცია გამართეს. ისინი დღგ–ს  5 %–მდეშემცირებას, გარე მოვაჭრეობის დაკანონებასა და დარეგულირებას მოითხოვდნენ.

,,ჩვენ მოვითხოვთ, სახელმწიფომ შეწყვიტოს წვრილი მოვაჭრეების, მათ შორის, წვრილი მეწარმეების დევნა, რაც გამოიხატება საბაჟო  საგადასახადო სამსახურების მხრიდან მათ უკანონო შევიწროებაში’’– განაცხადა  ლაშა  ჩხარტიშვილმა.

აქციაზე იყვნენ  წვრილი მოვაჭრეები  და მეწერამეები, ძირითადად, ლილოსა და  დიდუბის  ბაზრობიდან, ასევე, მათი მხარდამჭერი საზოგადოება. მათი ძირითადი მოთხოვნა გადასახადების ფიქსირება იყო.

,,ჩვენ მოვითხოვთ, რომ  ეს გადასახადები, რაც  ყელზე გვაჭერს და ვერ ვიხდით, გაგვიხადონ ძალიან ფიქსირებული. მაგრამ ეს ფიქსირებულიც იყოს, იცით, როგორი? – რასაც ხალხი შეძლებს,’’ –  განაცხადა ერთ–ერთმა მოვაჭრემ, დალი მკალავიშვილმა.

აქციაზე  ,,კონსერვატიული პარტიის’’ წევრებმა  შეკრებილებს მოვაჭრეთა ასოციაციის  შექმნისკენ მოუწოდეს.  

,,აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეს მეწარმეების ასოციაცია, ვინაიდან  მეწარმეებმა თავიანთი თავი დაიცვან. იცოდნენ თავიანთი უფლებები, გარკვეული იყვნენ კანონებში,’’ –ამბობს  მცირე მოვაჭრე დარიკო გებელიძე.

მცირე მეწარმეების  მხარდასაჭერი აქცია პარასკევს ისევ გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი