ახალი ამბები

ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრა

7 ოქტომბერი, 2010 • • 1240
ამერიკა-საქართველოს ქარტიის ფარგლებში გამართული შეხვედრა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი: დილა მშვიდობის. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველო-ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მეორე შემაჯამებელ შეხვედრაზე. განსაკუთრებით, პრემიერ მინისტრ გილაურს და მის დელეგაციას მინდა მივესალმო.

ჩვენს დელეგაციებს შეხვედრებით დატვირთული დღე ექნებათ.  მანამდე სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი შეხვედრას რამდენიმე შენიშვნით დაიწყებს. ქალბატონო კლინტონ, სიტყვა თქვენია

აშშ სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი: დიდი მადლობა. მინდა მივესალმო პრემიერ მინისტრსა და მის გამორჩეულ დელეგაციას აქ, მეორე ყოველწლიურ შემაჯამებელ შეხვედრაზე, ამერიკა-საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.

ჩემი, როგორც სახელმიწიფო მდივნის, ერთ-ერთი მიზანია, გავაღრმავო და გავაფართოვო ჩვენი ურთიერთობები და მოვძებნო საშუალებები, სტრატეგიული ურთიერთობის ფარგლებში. ახლა, როდესაც ჩემს კოლეგებს ამ ოთახში ვუყურებ, კარგად ვიცი, რომ მე და პრემიერ მინისტრი სიტყვით გამოვალთ, თუმცა ყველაზე რთულ სამუშაოს ის ადამიანები შეასრულებენ, ვინც
ორივე ქვეყნის დელეგაციას წარმოადგენენ.

მოხარული ვარ, რომ მომეცა შანსი, ივლისის თვეში ჩემი საქართველოში ვიზიტისას, პრემიერ მინისტრს შევხვედროდი. მე ვნახე პრეზიდენტი სააკაშვილი ნიუ იორკში, სადაც ჩვენდისკუსია გავაგრძელეთ. ჩვენი ადრინდელი საუბრები და დღევანდელი შეხვედრა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას ადასტურებს.

საქართველოსა და აშშ–ს ურთიერთობები საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დამყარებული. ქარტია, რომელსაც 2009 წლის იანვარში ჩვენმა ქვეყნებმა ხელი მოაწერეს, ერთგვარი ჩარჩოა ჩვენი თანამშრომლობის განვითარებისათვის.საქართველოს თავდაცვისა და დემოკრატიის გაუმჯობესებისათვის.  დღეს მსურს,  ჩვენი მზადყოფნა დავადასტურო, ერთობლივ მუშაობასთან დაკავშირებით.

აშშ არ გადათქვამს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისადმი და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ეს მხარდაჭერა ფუნდამენტური პრინციპია ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიისათვის, ეს არის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ფუნდამენტი.

აშშ ერთგული რჩება  საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილის მხარდაჭერაში, რაც ბუქარესტში და სტრასბურგში ალიანსის გადაწყვეტილებით გამოიხატა. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს ძალისხმევას, რაც ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამას უკავშირდება, რომელიც თავდაცვის რეფორმებსა და ნატოსთან თანამშრომლობას უწყობს ხელს. ჩვენ კვლავ ვაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას, გააუმჯობესოს თავდაცვის რეფორმა და თავდაცვისუნარიანობა, მათ შორის, ნატოს მიზნებთან თავსებადობას და აისაფის პროგრამაში შეტანილ წვლილს ავღანეთის ოპერაციაში.

მოხარულები ვართ, რომ საქართველო ნატოსთან თანამშრომლობს. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ ავღანეთში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისათვის. აისაფის პროგრამით, შვიდას ორმოცდაათი ქართველი ჯარისკაცი  ამერიკის საზღვაო ქვეითების მხარდამხარმსახურობს ჰელმანდის პროვინციაში და კიდევ 200 – ფრანგი ჯარისკაცების გვერდით. ისინი ეხმარებიან ავღანეთს, შექმნან უფრო უსაფრთხო, სტაბილური და ბედნიერი მომავალი,  უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და გვიცავენ ტერორიზმისგან.

ღრმად ვწუხვართ, გასულ კვირას ოთხი ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო. მსურს გამოვხატო ჩემი მწუხარება  და სოლიდარობა ქართველი ხალხის წინაშე. ეს ჩვენი საერთო დანაკარგია.

ჩვენ კვლავაც მოვუწოდებთ რუსეთს, რომ დაასრულოს ოკუპაცია, გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და დაიცვას ის ვალდებულებები, რომლებიც 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისას აიღო.

საქართველოს აქვს კონსტრუქციული მიდგომა, მიმართოს ჩვენი საერთო ძალისხმევა ამ გამოწვევებზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიას ოკუპირებული ტერიტორიებისადმი და მზად ვართ, განვახორციელოთ ქმედებები, რომლებიც  ამ მნიშვნელოვან მიზნებსგანამტკიცებენ. ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას საქართველოს, როგორც დასავლური ოჯახის წევრის, მომავლის გაუმჯობესებისათვის. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ქართული დემოკრატიის განმტკიცებისათვის. თავისუფალი არჩევნები, ეფექტური ინსტიტუტები და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება  არის გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტი და  ნებისმიერი მთავრობისლეგიტიმატორი. ეს ეხება როგორც აშშ-ს, ასევე საქართველოს.

უკანაკსნელი 7 წლის მანძილზე საქართველოში დემოკრატიის კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიდგა. მაისში ჩატარებული არჩევნები  მნიშვნელოვან პროგრესს წარმოადგენს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, უამრავი რამ არის გასაკეთებელი. მათ შორის, პოლიტიკური კონკურენციისა და ანგარიშვალდებულების კუთხით, ეს ეხება ასევე მაისში ჩატარებული არჩევნებისას არსებული დარღვევების საფუძვლიან გამოძიებას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, რომელიც 2012 წელს არის დაგეგმილი და საპრეზიდენტო არჩევნები –2013 წელს,   საქართველოს დემოკრატიისასახვა იქნება. ეს  მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც.

მიღწევები, რომლებიც საქართველომ კორუფციის წინააღმდეგ განახორციელა, სხვა ქვეყნებისთვის უკვე  მოდელია.

მოუთმენლად ველით, რომ ამ მიზნების მისაღწევად, თქვენთან ერთად ვიმუშავებთ და გთავაზობთ, გავაგრძელოთ მუშაობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და ოპოზიციურ ჯგუფებთან, რათა ხელი შევუწყოთ  საქართველოს დემოკრატიას.

დღევანდელი საქართველოს წინაშე მთავარი რეფორმა კონსტიტუციური რეფორმაა. იგი  საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ააშენოთ ის, რისკენაც ვარდების რევოლუციის შემდეგ ისწრაფვით. ვიმედოვნებ, რომ პარლამენტი, მას შემდეგ, რაც დაასრულებს საკონსტიტუციო რეფორმის პაკეტის განხილვას, ამ შესაძლებლობას სათანადოდ ცნობს. საქართველოში დაბალანსებული მმართველობის გაძლიერებისთვის, აშშ მხარს უჭერს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს და ჩვენ მზად ვართ, როგორც შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ ამ პროცესს.

კიდევ ერთხელ მადლობა პრემიერ მინისტრს აქ ყოფნის გამო. ნება მომეცით, გავიმეორო ის, რითიც დავიწყე. ჩვენ ამ პარტნიორობის ერთგულნი ვართ და ვზრუნავთ საქართველოს უსაფრთხოებასა და დემოკრატიაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის მისწრაფებას უკეთესი მომავლისაკენ. ჩვენ ვაფასებთ ურთიერთობის განმტკიცებას არა მხოლოდ მთავრობებს შორის, არამედ ადამიანებს შორისაც. მხარს ვუჭერთ ცვლილებებს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ჩვენის მხრივ, შეგვძლია ჩვენს ხალხს ვაცნობოთ, მათ შორის ინვესტორებს, რომლებსაც წავაქეზებთ, რომ საქართველოს უფრო ახლოს გაეცნონ, ასევე სხვა ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში,რომლებიც ისეთივე ცვლილებებსითხოვენ, როგორსაც საქართველო ახორციელებს, რადგან საქართველო მათთვის ერთგვარ ნიმუშად იქცა.

დიდი მადლობა

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე გორდონი: დიდი მადლობა, ქალბატონო პრემიერ მინისტრო, სიტყვა თქვენია

საქართველოს პრემიერ მინისტრი,ნიკოლოზ გილაური:

უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, ქალბატონო მდივანო, თქვენი სიტყვებისთვის.  ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და თქვენთან ერთად კომისიის ხელმძღვანელობა. უპირველეს ყოვლისა, მინდა პერსონალურად გადაგიხადოთ მადლობა საქართველოს მხარდაჭერისთვის, ჩვენთვის რთულ პერიოდში, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის საერთაშორისო არენაზე.

ასევე,  მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას და თქვენ იმ ფინანსური და ეკონომიური მხარდაჭერისათვის, რომელსაც  აშშ საქართველოში ახორცილებს.

უნდა ითქვას, რომ გასული ორი წელიწადი ძალიან რთული იყო საქართველოს ეკონომიკისთვის. მაგრამ  სიტუაცია აშკარად გაუმჯობესდა და როცა ჩვენგაუმჯობესების მიზეზებს ვაანალიზებთ, ორი მთვავარი მიზეზი იკვეთება. პირველი – ეს არის საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა  და ასევე აშშ –ს მთვარობის მხარდაჭერა. ფინანსური მხარდაჭერა, – ინფრასტრუქტურული პროექტების განხორცილებაში, რომელიც საქართველოს დამატებით სტიმულსაძლევს, გახდეს რეგიონის ლოჯისტიკური ცენტრი.

მეორე –ეს არის ის რეფორმები, რომლებიც  საქართველოს მთავრობამ გასული ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში გაატარა. უნდა ითქვას, რომ ამ რეფორმების საშუალებით, საქართველო რეგიონში ერთგვარ მისაბაძ მაგალითად იქცა. რეგიონში,რომელიც ისევ პოსტსაბჭოურად აზროვნებს, რეგიონში, სადაც კორუფცია ისევ ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საქართველო  კორუფციასთან ბრძოლის, საბაზრო ეკონომიკისა და ამ ყველაფრის განხორციელებაში  მისაბაძი მაგალითიგახდა. 

როგორც არ უნდა იყოს, ამის გასაკეთებლად დამატებითი ნაბიჯების გადადგმა გვჭირდება. ჩვენ ვიცით, რას ვაკეთებთ და  გვჭირდება თქვენი დამატებითი მხარდაჭერა, რომელსაც  ვიღებთ  ეკონომიკაში, განათლებაში და ასევე უშიშროების საკითხებში. უპირველეს ყოვლისა, ეკონომიკური მიმართულებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მომავალ წელს ინფრასტრუქტურისა და განათლების დარგებშიდამატებითი პროგრამები განხორციელდება. ვმსჯელობთ იმ შესაძლებლობაზე, რომ საქართველოში ამერიკული უნივესიტეტი დაარსდეს, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში, არამედ რეგიონში იქნება განათლებისა და მეცნიერების ცენტრი.

სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ სწორედ ახლა ამერიკიდან და კანადიდან ათასი ინგლისურის მასწავლებელი ჩამოგვყავს, რომლებიც ქართულ სოფლებში დასავლურ აზროვნებას გააძლიერებენ და, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენას შეასწავლიან, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტები. საქართველო  რეგიონში ენერგიის ცენტრი გახდა.

აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ საქართველოს ბევრი მილსადენი კვეთს. კასპიიდან თურქეთისაკენ , შესაბამისად, ევროპისაკენ  გაზის ექსპორტის მთავარი ბირთვი ვართ.  ჩვენ ვართ ერთ-ერთი მთავარი ბირთვი ნავთობის ტრანზიტის კუთხითაც, და ასევე ჩვენ ვიმყოფრბით ელექტროენერგიის ექსპორტის ქსელში რუსეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, თურქეთისთვის და სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის.

დამატებითი პროექტები ინფრასტრუქტურის მიმართულებით შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს კერძო სექტორისთვის და  სტრატეგიულად სასარგებლო აღმოჩნდეს ევროპისა და დასავლური სამყაროსთვისაც, მაგ. როგორებიცაა: ნავთობის  გადამამუშავება შავ-ზღვაზე,  ბუნებრივი გაზის ტრანზიტი და გაზსაცავი  საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, რომელსაც შეუძლია მოგვცეს და აუცილებლად მოგვცემს დამატებით ენერგეტიკულ უსაფრთხოებას ევროპისათვის და მთელი მსოფლიოსათვის.

ეს ძალიან საინტერესო შეიძლება იყოს როგორც კერძო სექტორისათვის, ასევე სახელმწიფოთაშორისო პროექტებისთვის.

კიდევ ერთი სფერო, რომელსაც უნდა შევეხო, უთუოდ უსაფრთხოება და თავდაცვაა. საქართველო და აშშ  ძალიან კარგი მოკავშირეები არიან, ავღანეთი კი ამის  ძალიან კარგი მაგალითია. სამწუხაროდ, ჩვენ გვქონდა პირველი წარუმატებლობები რამდენიმე დღის წინ და მინდა მადლობა გადაგიხადოთ თქვენი გულთბილი სიტყვებისთვის ამ საკითხთან დაკავშირებით. NATO  სხვა საკითხია და ყველამ იცის იმ მისწრაფების შესახებ, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით  გააჩნია და დიდი მადლობა ამ მისწრაფების მხარდაჭერისათვის. შემდეგი სამიტი ლისაბონში გაიმართება და ჩვენ იმედი გვაქვს თქვენი გაძლიერებული მხარდაჭერისა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფეროოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს სტრატეგიის სამოქმედო გეგმაა.

ეს არის ის, რაც  საქართველოს მთავრობამ განავითარა და, საერთაშორისო მასშტაბით, ყველასათვის ცნობილი
გახდა, ის რასაც ყველამ მხარი დაუჭირა.  ჩვენ ვაპირებთ მივყვეთ ამ ნაბიჯებს. საქართველო თავდაუზოგაბად ქმნის საზოგადოებას- თავისუფალ საზოგადოებას, რომელიც  დემოკრატიულ ფასეულობებზეა დამყარებული. ჩვენ ამ მიმართულებით უამრავ რეფორმას ვატარებთ. ამის საუკეთესო მაგალითი სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსის ურთიერთანამშრომლობა და ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედებაა, რომელიც ზუსტად ახლა ინერგება. ფაქტობრივად, რაზეც ვლაპარაკობთ,  ამ წლის შემოდგომაზე დაინერგება და ვფიქრობთ, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ბიძგი  მომავალში საქართველოში სასამართლო სისტემის განვითარებისთვის. ეს სინამდვილეში ამ კომისიათან თანამშრომლობით  და მისი მეშვეობით გაკეთდა, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.

ჩვენ გვაქვს საკმაოდ ამბიციური დღის წესრიგი და ვფიქრობთ, ეს კომისია  ძალიან კარგი ინსტრუმენტია ჩვენი საერთო მიზნების მისაღწევად.  ვიმედოვნებ და ვფიქრობ, რომ იმ გუნდს, რომელიც მომავალში იმუშავებს,  ნაყოფიერი დისკუსიები ექნება და იმედი მაქვს, საქართველოსა და აშშ –ს ურთიერთობებში კიდევ უფრო პოზიტიური ნაბიჯები იქნება გადადგმული.

კიდევ ერთხელ, დიდ მადლობას გიხდით, ქალბატონო მდივანო

 

მასალების გადაბეჭდვის წესი