ახალი ამბები

არაოფიციალური თბილისი–ოფიციალური მოსკოვი

5 მარტი, 2010 • 1319
არაოფიციალური თბილისი–ოფიციალური მოსკოვი

“პატარა საქართველოდან მნიშვნელოვანი ვიზიტები რუსეთში, საუკეთესო გამოსავალი არაა საკუთარი ქვეყნის ავტორიტეტისთვის”, – მიიჩვევს რუსი პოლიტოლოგი და პოსტსაბჭოთა სივრცის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების ექსპერტი, სერგეი ვლასოვი. “გაზეტა.რუ”–სთვის გაკეთებულ კომენტარში, მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები, რუსეთის საერთაშორსი იმიჯის შესაქმნელად  ძალიან მომგებიანია. “მოსკოვმა შესანიშნავად მიაგნო გამოსავალს, ელაპარაკოს სააკაშვილის ოპონენტებს”, -აღნიშნა პოლიტოლოგმა.

უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში საქართველოდან სააკაშვილის ხელისუფლების ყოფილი პრემიერ მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე გაემგზავრნენ მოსკოვში.

”მივდივარ იმისთვის, რომ დავიცვა ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის ინტერესები, იმიტომ რომ ქვეყანა სადაც მე მივემგზავრები, არის ჩვენი მეზობელი სახელმწიფო. მნიშვენოვანია ამ სახელმწიფოს პოზიცია საქართველოს ერთიანობისთვის, მისი დემოკრატიული და სუვერენული განვითარებისთვის.Mმე დიდ პოლიტიკას ვაკეთებ, მაშინ როცა ზოგი მერის არჩვენებითაა დაკავებული და ხელისუფლება დაკავებულია ოპოზიციის შავი პიარით” –განაცხადა 3 მარტს,  თბილისის აეროპორტში, მოსკოვში წასლამდე ნინო ბურჯანაძემ .

როგორც პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ “ინტერპრესნიუსთან” საუბარში აღნიშნა,  “კარგი იქნებოდა, თუკი ხელისუფლება იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც მოსკოვში კონტაქტებს ამყარებენ, მოღალატეებად კი არ მონათლონ, არამედ მათი რესურსი ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენონ”.

განსხვავებული მოსაზრება აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით პოლიტოლოგ მალხაზ მაცაბერიძეს (“Газета”). მისი აზრით, ქართული ოპოზიციის მოსკოვთან დაახლოება, დიდი საფრთხის შემცველია როგორც ქვეყნისთვის, ასევე, ქართველი პოლიტიკოსებისთვის. ქართული ოპოზიციის კრემლთან დაახლოება არაფერის მომტანი იქნება და რომ ამაში ქართული საზოგადოება თვითონ დარწმუნდება. მისივე თქმით, რუსეთსა და  საქართველოს შორის  კრემლის პირობებით ურთიერთობების გაუჯობესება ნიშნავს იმას, რომ თბილისმა არსებული რეალობა უნდა აღიაროს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაკარგვს შეეგუოს: “ოპოზიციონერები თავს იტყუებენ, როცა ამტკიცებენ , რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუჯობესებით შესაძლებელია ქვეყნის ტეროტორული მთლიანობის აღდგენა”, – აღნიშნავს მაცაბერიძე.

რუსული ინტერნეტ გამოცემის სტატიის ავტორი, თავისი სტატიაში სათაურით _”გრუზია- ჟენსკოგო პოლა”, წერს, რომ “საქართველოს ყველაზე ძლიერმა პოლიტიკოსმა ნინო ბურჯანაძემ და რუსეთის პრემიერ მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა, ერთობლივად აღიარეს, რომ აუცილებელია, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დავაბრუნოთ იმ ეტაპზე, რომელიც კრიზისამდე იყო. პუტინმა აღნიშნა რომ აუცილებელია ორი ქვეყნის ურთიერთობებში დავეყრდნოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ნორმალური ურთიერთობა სურთ რუსეთთან და რომ საქართველოს ხელისუფლებაში ასეთი ხალხი არ არის.

პუტინის და ბურჯანაძის შეხვედრა მოსკოვში გუშინ, 4 მარტს შედგა. სააგენტო ”იტარ ტასის” ცნობით, რუსეთის პრემიერმა ბურჯანაძეს უთხრა: “დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს, მაგრამ ჩვენი შეხვედრიდან დიდი დროა გასული. სამწუხაროდ, მოხდა ბევრი ძალიან მძიმე, დრამატული მოვლენა ჩვენს ქვეყნებს შორის”.

დღეს, 5 მარტს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ნინო ბურჯანაძესთან, ორ ქვეყანას შორის არსებულ ჩიხზე და იქიდან გამოსვლის გზებზე ისაუბრა.

“დარწმუნებული ვარ, რომ არა მხოლოდ საქართველოსთვის, რუსეთის ინტერესებშიცაა ურთიერთობების დარეგულირება. ეს ურთიერთობები აუცილებელია მთლიანად რეგიონის და ხალხის განვითარებისთვის.
ეს ის საკითხებია, რომელიბიც უნდა განიხილებოდეს ღიად და ნდობაზე დაყრდნობით”, –აღნიშნა ბურჯანაძემ შეხვედრის დროს.

სააგენტო “იტარ ტასის” ცნობით, რუსეთის პრემიერ მინისტრმა “ყაზბეგი-ზემო ლარსის” გამშვები პუნქტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა რომ ეს სიმბოლური აქტია რუსეთ-საქართველოს სამომავლო კავშირებისთვის.

ნინო ბურჯანაძე განაგრძობს ვიზიტს მოსკოვში და დღეს უკვე რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერს, სერგეი მირონოვს ხვდება.

ბურჯანაძის განცხადებას დიდი პოლიტიკის კეთების შესახებ მაშინ, “როდესაც სხვა პარტიები ადგილობრივი არჩევნებით არიან დაკავებულნი”, რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, თინა ხიდაშელი გამოეხმაურა(რადიო “თავისუფლება”): “საგარეო ურთიერთობებზე ზრუნვის მანდატს გვაძლევს არჩევნების შედეგები. ამიტომ ჯერ პირველი ნაბიჯი უნდა გავიაროთ ყველა პოლიტკურმა ძალამ და ამის შემდეგ უნდა დავიწყოთ საერთაშორისო ურთიერთობებში რაიმე მნიშვნელოვანი სიტყვის თქმის პრეტენზიის ტარება. როგორც ჩანს, ეს აღრევაა და ქალბატონ ნინოს თავი ისევ პარლამენტის თავმჯდომარე ჰგონია”.

ბურჯანაძის ვიზიტს პოზიტიურად აფასებს ზურაბ ნოღაიდელი, “მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერი, რომელიც პირველი იყო, ვინც კრემლში პუტინს აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ.  ვიზიტის ფარგლებში, მან “ედიანაია როსიასთან” თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმა.

გაზეთ “ნოვოია იზვესტიესთვის” მიცემულ ინტერვიუში, ნოღაიდელი აღნიშნავს, რომ პოლიტიკურ ლიდერებს ანერვიულებს მისი ვიზიტები, მოსახლეობა კი, ერთმნიშვნელოვნად კეთილად უმზერს მას. ის, სწორედ ბოლოდროინდელი ვიზიტების დამსახურებად მიიჩნევს სამი ქართველი მოზარდის  გათავისუფლებას ცხინვალის ციხიდან. ასევე, მოსკოვსა და თბილისს შორის სამი ჩარტერული რეისის განხორციელებას: ”ეს რასაკვირველია, ბევრი არ არის, მაგრამ სამი ხომ მეტია ნულზე” – აღნიშნა ნოღაიდელმა.

“ქართული ოპოზიცია ისე იქცევა, თითქოს საქართველოს დედაქალაქთან ახლოს მდგომ რუსულ ტანკებს თბილისში ეპატიჟება”,- აღნიშნავს 25 თებერვალს თბილისში ჩამოსული, რუსეთის ცნობილი უფლებადამცველი, ვალერია  ნოვოდვორსკაია. ნოვოდვორსკაია კრემლის სხვა ოპონეტებთან, კონსტანტინ ბოროვოისთან,Aანდრეი ილარიონოვთან და ვლადიმერ ბუკოვსკისთან ერთად თებერვლის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა. ისინი კახა ბენდუქიძის მოწვევით სტუმრობდნენ თბილისს, სადაც მრგალ მაგიდაში იღებდებდნენ  მონაწილეობას, რომელზეც პოსტაბჭოთა სივრცის ქვეყნების პერპექტივები განიხილებოდა. მათ, ვიზიტის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის აკადემიურმა საბჭომ კი,  პოსტ საბჭოთა საზოგადოებების ლიბერალიზაციის და დემოკრატიზაციის პროცესში განსაკუთრებული დამსახურებითვის პოლიტიკურ დისსიდენტს,  ვლადიმერ ბუკოვსკის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი