ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მინისტრი აზერბაიჯანში: კორუფციონერთა წინაშე უძლური ვარ

24 სექტემბერი, 2015 • • 1125
მინისტრი აზერბაიჯანში: კორუფციონერთა წინაშე უძლური ვარ

“თქვენ ყველანი ისეთები ხართ, ვერ გიმკლავდებით”, – მიმართავს მინისტრი, სალიმ მუსლიმოვი ჩინოვნიკებს და ამბობს, რომ მათ წინაშე უძლურია. 


“ჩემთან საჩივარი შემოვიდა. გამოვიძახე შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და დავავალე საიდუმლოდ გაეგზავნათ ერთ-ერთ ჩინოვნკითან ადამიანი. გავატანეთ მას ფული და დიქტოფონი. იცით, რა მოხდა? – ღია ვაჭრობა წავიდა. ჩინოვნიკი ითხოვდა ფულს იმისთვის, რომ 150 მანათის ოდენობით მისთვის შემწეობა დაენიშნათ”, – ამბობს აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის    მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც  აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში  გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას
   


მასალების გადაბეჭდვის წესი