Amnesty-ს მოწოდება, ილჰამ ალიევს იუნუსების გათავისუფლებაზე წერილები მიწერონ

Amnesty International მოუწოდებს ყველა უფლებადამცველსა და მოქალაქეს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, გენერალური პროკურორისა და აშშ-ში აზერბაიჯანის ელჩის სახელებზე ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მათთვის სტაციონარში მკურნალობის საშუალების მიცემის შესახებ წერილები გაუგზავნონ. 

აქვე, უფლებადამცველი ორგანიზაცია აქვეყნებს იმ მისამართებს, სადაც მოქალაქეებს აღნიშნული წერილების გაგზავნა შეუძლიათ.


Amnesty International მიიჩნევს, რომ ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის მიმართ წაყენებული ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება და ფაბრიკაციას ჰქონდა ადგილი იმისთვის, რომ მათზე შური ეძიათ აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკისთვის.


აზერბაიჯანელ უფლებადამცველ ლეილა იუნუსს სასამართლომ 8,5 წლით, ხოლო მის ქმარს, არიფ იუნუსს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი