ახალი ამბები

პროკურატურა: ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

17 ივლისი, 2015 • 1544
პროკურატურა: ზვიად გამსახურდიას საქმეზე გამოძიება მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს

”საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამარლის საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარცდაცვალების ფაქტზე, რომელიც დაკვალიფიცირებულია 1960 წლის სისხლის სამართლის კოდექსის 104-ე მუხლის მესამე პუნქტით (1993 წელს მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსი) – განზრახ მკვლელობა ჩადენილი დაზარალებულის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით.

 

რამდენიმე თვეა სისხლის სამართლის საქმეზე განახლდა გამოძიება, შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელთა მიერ საგამოძიებო გეგმის შესაბამისად ინტენსიურად ტარდება საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების ამ ეტაპზე თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი; ჩატარებულია სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური ექსპერტიზები; დაიკითხა მოწმეები; საზღვარგარეთ გაგზავნილია შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების შესახებ. დაგეგმილია ბიოლოგიური, ტრასოლოგიური, ბალისტიკური ექსპერტიზების ჩატარება, მოწმეთა დაკითხვა და სხვ.

სისხლის სამართლის საქმის გამოძიება მიმდინარეობს ზ. გამსახურდიას ოჯახის წევრებთან თანამშრომლობის რეჟიმში, რომელთაც სურვილის შემთხვევაში სრული წვდომა ექნებათ გამოძიების მიერ მოპოვებულ მასალებზე,”- აცხადებენ პროკურატურაში.



16 ივლისს ზვიად გამსახურდიას შვილმა, კონსტანტინე გამსახურდიამ საკუთარ ფეისბუკის გვერდზე დაწერა, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მთავარი პროკურორის მოადგილეს, ირაკლი შოთაძეს და საგამოძიებო ნაწილის უფროსს, მამუკა ვასაძეს შეხვდა. როგორც კონსტანტინე გამსახურდიას პოსტშია აღნიშნული, არ გამოირიცხება ცხედრის ხელახალი ექსჰუმაციის საკითხი.


 

მეგობრებო, დღეს მე და გიორგი გამსახურდია შევხვდით საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილეს, ბატონ ირაკლი შოთაძეს და საგა…

Posted by Konstantine Gamsakhurdia on Thursday, July 16, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი