ახალი ამბები

მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი 20-დოლარიან კუპიურაზე

12 მაისი, 2015 • • 1635
მონობის წინააღმდეგ მებრძოლი ქალის, ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი 20-დოლარიან კუპიურაზე

ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი 20-დოლარიან კუპიურაზე
ჰარიეტ ტაბმენის პორტრეტი 20-დოლარიან კუპიურაზე


დოლარის ყველა კუპიურაზე ამერიკის ისტორიაში ცნობილი მამაკაცები არიან გამოსახული.  ცნობილი ქალი, რომლის სახეც 20-დოლარიან კუპიურაზე გამოისახება, ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში ამერიკის მოსახლეობას ხმის მიცემით უნდა შეერჩია. არჩევანი სულ 15 ქალი კანდიდატიდან იყო, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ამერიკის განვითარებასა და ისტორიაში. ონლაინ გამოკითხვაში 600 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. 15 კანდიდატიდან ფინალურ ეტაპზე ოთხი მათგანი გადავიდა, სადაც მონობის წინააღმდეგ მებრძოლმა ცნობილმა აქტივისტმა, ჰარიეტ ტაბმენმა (1820-1913 წწ) აჯობა ელეანორ რუზველტს, როზა პარკსს და ვილმა მანკილერს,

 

20-დოლარიანის ახალი კუპიურა  მიმოქცევაში 2020 წლისთვის გამოვა იმ საკონსტიტუციო ცვლილების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, რომლითაც ქალებს ხმის მიცემის უფლება მიენიჭათ.

 

კამპანიის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს სიმბოლური და დაგვიანებული ცვლილება გენდერული თანასწორობისკენ გადადგმული სხვა ინიციატივების დასაწყისიც იქნება.

 

“ჩვენი ფული მეტყველებს ჩვენს შესახებ, ჩვენი ღირებულებების შესახებ. ამიტომაც ერთად გავხადოთ ის თანასწორი და ინკლუზიური”, – ნათქვამია ორგანიზატორების მიმართვაში.

 

ქაღალდის ფულის ვიზუალური მხარე ამერიკაში 1929 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ არ შეცვლილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი