ახალი ამბები

აქციის გამო 21 მარტს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

20 მარტი, 2015 • • 937
აქციის გამო 21 მარტს რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებზე მოძრაობა შეიზღუდება

შსს–ს ცნობით, დილის 8:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება თავისუფლების მოედანზე, რადგან აქციის ორგანიზატორები იწყებენ სცენის მონტაჟს.

14:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება ვარდების მოედანზე და რუსთაველის გამზირზე. აქციის მიმდინარეობისას ასევე შეიზღუდება მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე და რუსთაველის გამზირთან დამაკავშირებელ ყველა ქუჩაზე.

პოლიციის განცხადებით, აქციის მსვლელობისას ავტოტრანსპორტი იმოძრავებს თაბუკაშვილის ქუჩაზე და კოსტავას გამზირზე გმირთა მოედნის მიმართულებით.

 

ხვალ, 21 მარტს ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რუსთაველის გამზირზე მთავრობის გადადგომის მოთხოვნით, აქციას მართავს. აქცია 14 საათზე დაიწყება.

მასალების გადაბეჭდვის წესი