ახალი ამბები

პრემიერმა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა

26 იანვარი, 2015 • • 1437
პრემიერმა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური წარადგინა

პოლიციის საიტზე გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით, გომელაური დაიბადა 1975 წელს ქალაქ თბილისში.


2001 წელს დაამთავრა  ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია.


2013 წლიდან დღემდე მუშაობდა შს მინისტრის მოადგილედ; 2013 წლამდე – პრემიერ მინისტრ  ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსი იყო; 2002 წელს მუშაობდა დაცვის პოლიციაში; ხოლო 1994 წელს იყო სამთავრობო დაცვის სპეციალური სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფის საბრძოლო განყოფილების უფროსი.


ბიოგრაფიის მიხედვით, გომელაური ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი