ახალი ამბები

პრეზიდენტმა მეცნიერებისა და ხელოვანებისთვის “წინანდლის პრემია” აღადგინა

18 ნოემბერი, 2014 • • 1245
პრეზიდენტმა მეცნიერებისა და ხელოვანებისთვის “წინანდლის პრემია” აღადგინა
განცხადების მიხედვით, პრეზიდენტმა შესაბამისი განკარგულებაც გამოსცა.
 
 
“გიორგი მარგველაშვილის მხარდაჭერით, “ზურაბ ჟვანიას ფონდი” კვლავაც აცხადებს კონკურსს აღიშნული პრემიის მოსაპოვებლად.”წინანდლის პრემია” 1999 წელს ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაარსდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა მეცნიერებისა და შემოქმედების წახალისებასა და თანამედროვე ნამუშევრების საზოგადოებისთვის წარდგენას. პრემია გადაეცემა 18-30 წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში განსაკუთრებულ წარმატებას მიაღწიეს და გაიმარჯვეს ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, მხატვრული ლიტერატურა (პროზა), მხატვრული ლიტერატურა (პოეზია), მუსიკა, ფოლკლორი, სახვითი ხელოვნება და მეცნიერება. “წინანდლის პრემიის” ლაურეატები იყვნენ რატი ამაღლობელი, ნიკოლოზ რაჭველი, ლაშა ბუღაძე, ნინო კასრაძე, ნატო მეტონიძე და სხვები”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი