ეკატერინბურგის სკვერში მართლმადიდებლურ ეკლესიას პოლიციის გაძლიერებული დაცვით აშენებენ

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგის სკვერში მართლმადიდებლურ ეკლესიას პოლიციის გაძლიერებული რაზმების მეთვალყურეობით აშენებენ. ასევე, 15 მაისს ეკლესიის მშენებლობა უფრო მყარი ღობით შემოსაზღვრეს. ხელისუფლება ასე იცავს ტაძრის მშენებლობას აქტივისტებისგან, რომლებსაც ქალაქისთვის სკვერის შენარჩუნება სურთ. ინფორმაციას ამის შესახებ “მედუზა” ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ეკლესიის მშენებლობას რამდენიმე ათასი ადამიანი 13-14 მაისს აპროტესტებდა. დაკავებულია 30-მდე ადამიანი. მათ უმრავლესობას წვრილმან ხულიგნობაში ადანაშაულებენ. მიუხედავად პროტესტისა, ოლქის ხელისუფლება მშენებლობას არ აჩერებს.

მთავარ ფოტოზე: ეკლესიის მშენებლობა ეკატერინბურგში. რუსეთი. 15 მაისი, 2019. ფოტო: მედუზა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თაზო კუპრეიშვილი არის "ნეტგაზეთის" რედაქტორი 2018 წლის პირველი თებერვლიდან.