ახალი ამბები

ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

25 აპრილი, 2019 • 1439
ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისთვის ჯარიმა 20 ლარამდე იზრდება

ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე ჯარიმის 5-დან 20 ლარამდე გაზრდის კანონპროექტი I მოსმენით მიღებულია 73 ხმით 0-ის წინააღმდეგ.

კანონპროექტით, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს ითვალისწინებს, 10 ლარით მცირდება საურავის თახა. ანუ თუ ადამიანი დადგენილ 30 დღეში არ გადაიხდის ჯარიმას, მას საურავი 50 ლარის ნაცვლად, 40 ლარი დაეკისრება.

საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ მგზავრი ვალდებული იქნება, მგზავრობის დასაწყისიდანვე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით განახორციელოს მგზავრობის საფასურის გადახდა.

“კანონპროექტის ამოქმედების შედეგად, მთლიანობაში ჯარიმის ოდენობის 15 ლარით გაზრდით და საურავის ოდენობის 10 ლარით შემცირებით, მოსალოდნელია დამატებითი შემოსავლები მიიღონ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებმა,” – წერია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი მიერ არის მომზადებული. საკანონმდებლო ცვლილებებს დღეს, 25 აპრილს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმაც დაუჭირა მხარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი