ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბესლან ბუტბა: აფხაზეთში პენსიის ზრდისთვის რუსეთი 500 მილიონი რუბლს გამოყოფს

6 ოქტომბერი, 2014 • • 1612
ბესლან ბუტბა: აფხაზეთში პენსიის ზრდისთვის რუსეთი 500 მილიონი რუბლს გამოყოფს

“აფხაზეთში  11 ათასი პენსიონერია. მათ დახმარება და პენსიის გაზრდა სჭირდებათ. ისინი მიიღებენ იმდენივეს, რამდენსაც რუსეთის ფედერაციაში იღებენ პენსიონერები, შესაძლოა, ცოტა მეტიც მიიღონ,”- აცხადებს ბუტბა. 


დღეს აფხაზეთში პენსია 500 რუბლს [დაახლოებით, 21 ლარი] შეადგენს. მისი გაზრდის შედეგად აფხაზეთში პენსიის ოდენობა დაახლოებით 3775 რუბლი იქნება [დაახლოებით, 151 ლარი]. 

 

ბუტბას თქმით, რუსეთი აღნიშნული მიზნისთვის აფხაზეთს 500 მილიონ რუბლს გამოუყოფს. საუბარია პენსიის ოდენობის ზრდაზე მხოლოდ აფხაზეთის მოქალაქეებისთვის, ვისაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა არ გააჩნია და, შესაბამისად, არ იღებს რუსეთის პენსიას. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


მასალების გადაბეჭდვის წესი