თბილისში ხანძარს ქალი ემსხვერპლა – საგანგებო სიტუაციების სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, გორგასლის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, წინასწარი ინფორმაციით კი, დამწვარია 30 კვ/მ ფართობი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ადგილზე 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

ფოტო: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.