ახალი ამბები

მურმან დუმბაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

14 სექტემბერი, 2014 • 1660
მურმან დუმბაძემ „ქართული ოცნება“ დატოვა

„პოლიტსაბჭომ მითხრა. რადგან თქვენ ამ პრინციპზე ხართ,  არ წყვეტთ უნდობლობის პროცედურას, მაშინ თქვენ ამ პარტიიდან გარიცხული ხართო, მე ვუპასუხე- გარიცხული კი არა ვარ,  რადგან თქვენ ამ პროცედურაში არ მომყვებით, პარტიიდან გასული ვარ-მეთქი. ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, უჭერს თუ არა მხარს პოლიტიკური საბჭო საქართველოს კონსტიტუციური ნების აღიარებას,  აჭარის უმაღლესი საბჭოს ქართული ოცნების ინიციატივას უნდობლობა გამოუცხადოს აჭარის მთავრობას, ანუ პროცედურის გაგრძელებას.  უარი მივიღეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს დავცილდით. ქვეყანაში  ძირითადად თვითმმართველობის არჩევნებმა აჩვენა, რომ  განსაკუთრებით რეგიონში გვჭირდება  უკიდურესად ლოიალური და მლიქვნელი ადამიანები, რომლებსაც არავითარი საერთო არა აქვს 2012 წლის პირველ ოქტომბერთან და არა მარტო პირველ ოქტომბერთან.  ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყანას სურს იმართოს ერთი ხელისგან. ქვეყანა მიადგა ავტორიტარიზმის ჭიშკარს, ჩვენ ამ გზას ვერ გავყვებით.”-ამბობს დუმბაძე.

 

თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ  მურმან დუმბაძის გუნდის სხვა წევრები პარტიის დატოვების შესახებ, მისთვის უცნობია.

 

„ მე ვერავის ვერ დავავლებ , რომ გადაწყვეტილება მიიღოს ხათრით. ყველა ადამიანი საკუთარ თავზე აგებს პასუხს. “

 

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს თბილისში გაიმართა. პოლიტსაბჭო აჭარის  უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულ ოცნებისა“ და აჭარის მთავრობის დაპირისპირების, ასევე, ფრაქციის მხრიდან მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. 

 

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საგანელიძემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, დღეს პოლიტსაბჭოს სხდომაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნების  წევრებს არ ელოდნენ, თუმცა ისინი სხდომაზე დასაწრებად მაინც ჩავიდნენ. 

 

მურმან დუმბაძე
მურმან დუმბაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი