გარემოს დაცვის სამინისტროს აივანზე ხანძარი გაჩნდა

თბილისში, გულუას ქუჩაზე, გარემოს დაცვის სამინისტროს აივანზე ხანძარი გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დამწვარია 60 კვ/მ.

საგანგებოს ცნობით, ხის მასალა და პლასტმასი იწვის. მათივე ინფორმაციით, ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს და ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

როგორც საგანგებო სიტუაციის სამსახური აცხადებს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.