ახალი ამბები

რუსეთში, ეკლესიაში აშშ-ის დაბომბვის შესახებ იმღერეს [ვიდეო]

26 თებერვალი, 2019 • 1155
რუსეთში, ეკლესიაში აშშ-ის დაბომბვის შესახებ იმღერეს [ვიდეო]

23 თებერვალს სანკტ-პეტერბურგის ისაკის ტაძარში გამართულ კონცერტზე მომღერალთა გუნდმა შეასრულა რუსეთში 1980 წელს დაწერილი სიმღერა აშშ-ის ატომური დაბომბვის შესახებ, სახელწოდებით “წყალქვეშა ნავით ან ჯარისკაცთა ხელფასების შესახებ”.

ვიდეომასალა თავად მომღერალთა გუნდმა გაავრცელა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ სიმღერის ტექსტზე ყურადღება გაამახვილა დიაკონმა, პუბლიცისტმა ანდრეი კურაევმა.

ეკლესიაში შესრულებული სიმღერის ტექსტი ასეთია: “სავსე თვითმფირნავით ჩემი მეგობარი ვოვაჩკა სტუმრად მოფრინდა”, “ატომური წყალქვეშა ნავით ასობით მეგატონის სიმძლავრის ბომბით გადავკვეთე ატლანტის ოკეანე. დაუმიზნე, პეტროვ, ქალაქ ვაშინგტონს“. იქვე ასეთი ფრაზაცაა: „მაპატიე, ამერიკა, კეთილო ამერიკა, მაგრამ ხუთასი წლის წინ შენ სულ ტყუილად აღმოგაჩინეს“.

მომღერალთა გუნდის ადმინისტრაციამ მოგვიანებით განცხადებაც გაავრცელა იმის შესახებ, რომ “არ ღირს პუტინისტურ და ანტიპუტინისტურ კონცერტებზე სერიოზულად მსჯელობა. სიმღერები, რომლებსაც ვმღერით, ეპოქის დოკუმენტებია, უნიკალური, ორიგინალური და ტექსტებს პოლიტკორექტულობისთვის ან კონიუნქტურისთვის თავიდან არ ვწერთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი