LIVE – ხაზარაძე, ჯაფარიძე და გვენეტაძე პარლამენტში

თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე პარლამენტში მივიდნენ. პარლამენტში ასევე იმყოფება ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე დღეს ერთ-ერთ საკითხად სწორედ თიბისი ბანკის საქმეს განიხილავენ.

ნეტგაზეთი გთავაზობთ პირდაპირ ეთერს კომიტეტის სხდომიდან:

14 თებერვალს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაყენება მოითხოვა 2007-08 წლებში განხორციელებული ტრანზაქციის საფუძველზე. ამ ტრანზაქციას სადავოდ მიიჩნევს მთავარი პროკურატურა, თუმცა ბანკი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს; ბანკის თანახმად, ეს ტრანზაქციები არაერთხელ შემოწმდა როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში და იქ უკანონო ქმედებები არ ყოფილა.

ეროვნული ბანკის პასუხად ხაზარაძემთავდაპირველად განაცხადა, რომ არ აპირებდა სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას, თუმცა საბოლოოდ, ეროვნული ბანკის მოთხოვნიდან ერთ კვირაში, 21 თებერვალს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, რომლებიც ბანკის უმაღლეს მენეჯმენტს წარმოადგენდნენ, განაცხადეს, რომ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებენ, თიბისი კი სამართლებრივ დავა წყვეტს.

მათი გადაწყვეტილება, დატოვონ სამეთვალყურეო საბჭო, სავარაუდოდ, არ აისახება მამუკა ხაზარაძის მხრიდან ბანკის აქციების ფლობაზე, რადგან ეროვნული ბანკს მისგან აქციების გაყიდვა არ მოუთხოვია.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.