ახალი ამბები

თაკო მერაბიშვილი: მელნიკოვის დახმარებით აბსურდული ვერსია შეთითხნეს

13 აგვისტო, 2014 • • 1331
თაკო მერაბიშვილი: მელნიკოვის დახმარებით  აბსურდული ვერსია შეთითხნეს

“როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, მელნიკოვის დახმარებით შეთითხნეს აბსურდული ვერსია, მე ამ საქმეზე არაერთხელ ვარ დაკითხული და ახლაც მზად ვარ გავცე ყველა კითხვას პასუხი, თუ გამოძიებას ეს კითხვები ექნება”,– განაცხადა თაკო მერაბიშვილმა. 

 

11 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე შსს-ს ყოფილმა მაღალჩინოსმა ოლეგ მელნიკოვმა ჩვენება მისცა, რომლითაც მან სანდრო გირგვლიანის საქმეში თავისი ბრალეულობა დაადასტურა. ოლეგ მელნიკოვმა ყოფილი პრემიერ–მინისტრის ვანო მერაბიშვილის ცოლის თაკო მერაბიშვილის სახელიც ახსენა. მისი თქმით, დათა ახალაიას სწორედ თაკო მერაბიშვილმა დაურეკა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი