ახალი ამბები

გიორგი მამალაძე კლინიკაში მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა

16 თებერვალი, 2019 • 2069
გიორგი მამალაძე კლინიკაში მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა აზიარა

რამდენიმე წუთის წინ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ბათუმის წმ. ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ გიგატაძემ აზიარა, რომელიც ამ მიზნით ბათუმიდან დღეს ჩამოვიდა თბილისში. ინფორმაცია ნეტგაზეთს დეკანოზმა ანდრია ჯიღმაიძემ დაუდასტურა.

როგორც დეკანოზი ანდრია ამბობს, უკვე დატოვა კლინიკა მღვდელმსახურმა ნიკოლოზმა და სავარაუდოდ მისი განცხადებაც მალე გავრცელდება.

გიორგი მამალაძე, რომელსაც გუშინ ციხეში ინსულტი დაემართა, ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის ოჯახი პასუხისმგებლობას საპატრიარქოს აკისრებს და ხვალ მორიგ საპროტესტო აქციას აანონსებს.

ქავერის ფოტო: თამო გორგაძე

მამა გიორგი ვაზიარე, მას მარჯვენა მხარე აქვს გაჩერებული – მღვდელმსახური ნიკოლოზი

თორნიკე მამალაძე: საპატრიარქოში გაუხარდებათ, თუკი ჩემი ძმა ციხიდან ცოცხალი ვერ გამოვა

მასალების გადაბეჭდვის წესი