ახალი ამბებისამართალი

“ბიბლიური უზრუნველყოფა” პატიმრების სანახავად სასულიერო პირის სტატუსს გასცემს

7 თებერვალი, 2019 • 2993
“ბიბლიური უზრუნველყოფა” პატიმრების სანახავად სასულიერო პირის სტატუსს გასცემს

დღეს, 7 თებერვლას, საჯარო რეესტრში კიდევ ერთი რელიგიური ორგანიზაცია დარეგისტრირდა ოფიციალურად, რომელიც პატიმრების უპრობლემოდ მოსანახულებლად მოქალაქეებზე სასულიერო პირის სტატუსს გასცემს.

აღნიშნულ რელიგიურ ორგანიზაციას “ბიბლიური უზრუნველყოფა” ჰქვია და მისი დამფუძნებელი ადვოკატი ალექსანდრე კობაიძეა, რომელიც აცხადებს, რომ დღეიდან უკვე ოფიციალურად დაიწყეს მუშაობა.

როგორც ალექსანდრე კობაიძემ ნეტგაზეთს განუცხადა, იმისთვის, რომ მოქალაქეებმა პატიმრების მონახულება შეძლონ, აუცილებელია, რომ მის შექმნილ რელიგიურ ორგანიზაციაში დარეგისტრირდნენ, როგორც სასულიერო პირები:

მოგეხსენებათ, დღეს მთელი ბიუროკრატიული მანქანაა, რომელიც არ აძლევს პატიმრებს საზოგადოებაში ჩართულობას და რესოციალიზაციას. ჩვენ განვუმარტივეთ პატიმრებს, რომ ნებისმიერმა პირმა, ოჯახის წევრმა თუ არაოჯახის წევრმა, სურვილის შემთხვევაში, როგორც რელიგიური სტატუსის მქონე ადამიანებმა, მოინახულონ ისინი.”

2017 წლის აპრილში “გირჩის” წევრებმაც დაარეგისტრირეს რელიგიური ორგანიზაცია “საქართველოს ქრისტიანული, ევანგელური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება”, რომელიც ახალგაზრდებს მღვდელმსახურებად აკურთხებს და ამით სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებაში ეხმარება. ამ ხნის განმავლობაში “ბიბლიურმა თავისუფლებამ” ათასობით ახალგაზრდა აკურთხა სასულიერო პირად.

ვრცლად:

გირჩის რელიგიური ორგანიზაცია ახალგაზრდებს სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან ათავისუფლებს

მასალების გადაბეჭდვის წესი