ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში მეორედ იბარებენ

27 ივლისი, 2014 • • 1047
მიხეილ სააკაშვილს პროკურატურაში მეორედ იბარებენ

მთავარ პროკურატურაში ჯერ–ჯერობით ვერ აკონკრეტებენ  უკავშირდება თუ არა მიხეილ სააკაშვილის დაბარება ამჯერადაც რამდენიმე საქმეს ერთდროულად. 

 

შეგახსენებთ, რომ 22 მარტს  ცხრა სისიხლის სამართლის საქმეზე ყოფილ პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოწმის სახით პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. ჩამოთვლილ საქმეებს შორისაა, ტელეკომპანია “იმედში” შეჭრა და დარბევა, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმე, 2004 წლის ივნისში, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ისა და ტელეკომპანია “მზე“-ს კანონიერი მესაკუთრეებისათვის წილების იძულებით დათმობის საქმე და სხვა,

 

საგამოძიებო უწყებაში პირველი დაბარებისას,  მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოვიდა და იგი არ დაუკითხავთ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი