ახალი ამბები

ვიქტორ იანუკოვიჩს კიევის რაიონულმა სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

25 იანვარი, 2019 • 1205
ვიქტორ იანუკოვიჩს კიევის რაიონულმა სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

უკრაინის ყოფილ პრეზიდენტს, ვიქტორ იანუკოვიჩს კიევის რაიონულმა სასამართლომ 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

როგორც უკრაინული UNIAN წერს, სასამართლომ იანუკოვიჩი სახელმწიფო ღალატის საქმეზე დამნაშავედ ცნო, თუმცა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ბრალდებაზე  – გაამართლა.

გარდა პატიმრობისა, სასამართლო გადაწყვეტილების მიხედვით, იანუკოვიჩმა სახელმწიფოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის ხარჯები უნდა აუნაზღაუროს და ბიუჯეტში 98 561 უკრაინული გრივნა გადარიცხოს. ამასთანავე, სასამართლომ ყადაღის ქვეშ დატოვა იანუკოვიჩის ქონებაც.

იანკუვოჩი, პრეზიდენტის თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ, თავს რუსეთს აფარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი