იგოეთთან მოყინული გზის გამო ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა

იგოეთთან მოყინული გზის გამო ერთმანეთს 20 მანქანა შეეჯახა. ნეტგაზეთს შსს-ს პრესსამსახურში უთხრეს, რომ მოყინული გზის გამო რამდენიმე მანქანა მოცურდა, რის გამოც სხვადახვა ადგილას მოხდა შეჯახება. შსს-ვე ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“ამ დროისთვის საპატრულო პოლიციას ადგილზე არეგულირებს მოძრაობას. გადაადგილება შეზღუდული არ არის,”-აცხადებენ შსს-ში.


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.