ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დონეცკი სამხრეთ ოსეთს აღიარებას სთხოვს

22 ივნისი, 2014 • • 1105
დონეცკი სამხრეთ ოსეთს აღიარებას სთხოვს

გამოცემის თანახმად, დელეგაციას ხელმძღვანელობდა დონეცკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, დენის პუშილნი. 

 

საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა “უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით შექმნილ ვითარებაზე, დონეცკის მცხოვრებთა წინააღმდეგ კიევიდან მართული სადამსჯელო ოპერაციის საკითხზე და სიტუაციის მშვიდობიანი გზით განვითარების პესრპექტივებზე ისაუბრეს.” 

 

შეხვედრის დროს, როგორც სააგენტო “რეს”-ი წერს, პუშილნიმ მედოევს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე მიმართვა გადასცა. 

 

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ხელი მოაწერა დადგენილებას ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ. ამის შესახებ სააგენტო “რეს”-ს თიბილოვის პრეს-მდივანმა, განა იანოვსკაიამ განუცხადა. 

 

ცხინვალი: ფოტო: EPA, 2009 წელი
ცხინვალი: ფოტო: EPA, 2009 წელი

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი