აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმებას 2013 წლის ნოემბერში ვილნიუსში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში მოეწერა ხელი.
ახალი რეგულაციების ძალაში შესვლის შემდეგ ვიზების გაცემის შესახებ გადაწყვეტილება 10 დღის განმავლობაში იქნება მიღებული, ექსტრემალურ სიტუაციებში კი – 2 დღის ვადაში.
გარდა ამისა, აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის ვიზები 35 ევრო ეღირება, წარსადგენი დოკუმენტების რაოდენობა კი შემცირდება გარკვეული კატეგორიისთვის, მაგალითად, ახლო ნათესავებისთვის, ოფიციალური დელეგაციის წევრებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისთვის, ბიზნესმენებისთვის, მეცნიერებისა და ჟურნალისტებისთვის.
მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. | |