ახალი ამბები

ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი სამსახურიდან გაათავისუფლა

8 ნოემბერი, 2018 • 1084
ტრამპმა გენერალური პროკურორი ჯეფ სეშენსი სამსახურიდან გაათავისუფლა

აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა ჯეფ სეშენსმა თანამდებობა დატოვა. სამსახურიდან გადადგომის შესახებ წერილში მან აღნიშნა, რომ ასე პრეზიდენტ დონალდ ტრამის მოთხოვნის საფუძველზე მოიქცა.

სეშენსი ყოფილი სენატორია “რესპუბლიკელებიდან”. ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ტრამპის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელებას უჭერდა მხარს, თუმცა მისი გაპრეზიდენტებიდან მალევე მოუვიდა უთანხმოება ახალ ადმინისტრაციასთან.

ტრამპის თანახმად, სეშენსის თანამდებობას დროებით დაიკავებს გენერალური პროკურორის შტაბის უფროსი მეთიუ უიტეკერი, მისი მუდმივი შემცვლელი კი მოგვიანებით დასახელდება.

ბოლო თვეებში ტრამპი ხშირად აკრიტიკებდა სეშენსს, რადგან ამ უკანასკნელმა აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საქმის გამოძიება აიცილა.

მასალების გადაბეჭდვის წესი