ახალი ამბები

ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

26 ოქტომბერი, 2018 • 1336
ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად პარლამენტთან დღეს აქცია გაიმართება

დღეს, 19:00 საათზე, დაკავებული ზაზა სარალიძის მხარდასაჭერად რუსთაველზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია იგეგმება. აქციის ორგანიზატორი ფეისბუკზე შექმნილ ანონსზე 3 აქტივისტია, მათ შორის- გიგა მაქარაშვილი.

“იმოქმედე დღეს, ხვალ შეიძლება უკვე გვიანი იყოს! ზაზა სარალიძეს 4-7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ჩვენი უმოქმედობა ახლა ძალადობრივი და უსამართლო სისტემის გამარჯვებაა ჩვენზე, საქართველოს რიგით, დაუცველ, წესიერ მოქალაქეებზე. ნუ დავტოვებთ ზაზა სარალიძეს მარტოს სასტიკი და ყრუ სისტემის წინაშე! ნუ იქნება სულერთი! მოდი დღეს, 7 საათზე საქართველოს პარლამენტთან და დაუჭირე მხარი მამას, რომელიც სისტემის უსამართლობის და არაადამიანურობის მსხვერპლი გახდა”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ზაზა სარალიძის მიმართ გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი