ახალი ამბები

#ნუგანმასხვავებ — კამპანია ძუძუს კიბოს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობისთვის

25 ოქტომბერი, 2018 • 1203
#ნუგანმასხვავებ — კამპანია ძუძუს კიბოს მკურნალობაზე ხელმისაწვდომობისთვის

ფეისბუკზე დაიწყო სოციალური კამპანია ძუძუს კიბოს მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მისი მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით. 

კამპანია 24 ოქტომბერს დაიწყო ორგანიზაცია Europa Donna Georgia-ს ინიციატივით.

ორგანიზატორები ქალებს მოუწოდებენ, გააზიარონ წერილები, რომლებშიც ძუძუს კიბოსთან ბრძოლის გამოცდილებაზე მოგვითხრობენ, ჰეშთეგით #ნუგანმასხვავებ.

“ძუძუს კიბო განაჩენი არ არის! ეს ბევრჯერ დავამტკიცეთ ერთმანეთის გვერდში დგომითა და თანაგრძნობით! მთავარია, ბრძოლის უნარი და გამძლეობა არ დავკარგოთ. ჩვენ დაავადებასთან სწორედ მაშინ ვმარცხდებით, როდესაც სიცოცხლის უფლებას გვართმევენ ან გვიზღუდავენ! გარკვეული ნიშნით განგვასხვავებენ” — წერს ორგანიზაცია ფეისბუკის გვერდზე.

მათი ცნობით, ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის თვეა და ამ დაავადებას მსოფლიოში სხვადასხვა ავტივობით ეხმიანებიან.

ჩვენც, გადავწყვიტეთ თავი შეგახსენოთ…იმ პაციენტებმა, რომლებსაც ძუძუს კიბოს მეტასტაზურ ფორმასთან ბრძოლა გვიწევს… არავის აქვს უფლება ითვალოს ჩვენი წლები და დაგვყოს კატეგორიებად. ჩვენ ყველა ერთნაირი ვართ, ერთნაირად ვიბრძვით და ერთნაირად ვიმარჯვებთ! ჩვენც გვაქვს სიცოცხლის უფლება”,- წერენ კამპანიის ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი