ჩინეთში ქალმა, რომელსაც ქმარი გარდაცვლილი ეგონა, შვილებთან ერთად თავი მოიკლა

ჩინეთში ქალმა, რომელსაც ქმარი გარდაცვლილი ეგონა, შვილებთან ერთად თავი მოიკლა. 34 წლის კაცი გვარად ჰი გარდაცვლილად მას შემდეგ ჩათვალეს, რაც მისი მანქანა მდინარეში იპოვეს – გვამს კი ვერ მიაკვლიეს.

თუმცა, როგორც BBC წერს, მოგვიანებით გაირკვა, რომ კაცმა საკუთარი სიკვდილი სადაზღვეო კომპანიისგან თანხის მისაღებად გააყალბა, ამის შესახებ კი ცოლისთვის არაფერი უთქვამს. ცოლმა, რომელსაც სჯეროდა, რომ მისი ქმარი დაიღუპა, 4 და 2 წლის შვილებთან ერთად ტბაში თავი დაიხრჩო.

როგორც ბრიტანული მედია წერს, სექტემბრის დასაწყისში ჰიმ შეიძინა  მილიონ იენად შეფასებული დაზღვევის პაკეტი(დაახლოებით 145 000 აშშ დოლარი), ბენეფიციარად ცოლი მიუთითა, თუმცა მისთვის არაფერი უთქვამს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჰიმ, რომელსაც 100 000 იენის ოდენობის ვალები ჰქონდა,  სოციალურ ქსელში ვიდეოც გამოაქცეყნა, რომელშიც ტიროდა და ამბობდა, რომ 3 წლის შვილის სამკურნალოდ ფული ისესხა. ბავშვს ეპილეფსია ჰქონდა.

პოლიციის ინფორმაციით, კაცმა 19 სექტემბერს  მანქანა იქირავა და საკუთარი სიკვდილი გაითამაშა.  11 ოქტომბერს კი პოლიციამ მათი სახლის მახლობლად ტბაში 31 წლის ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის გვამი იპოვა.

წერილში, რომელიც ქალმა თვითმკვლელობამდე დაწერა, წერია, რომ სურდა მთელი ოჯახი ერთად ყოფილიყო და ეს გადაწყვეტილება ამიტომ მიიღო.

გარდაცვლილის ქმარი პოლიციაში შემთხვევიდან მეორე დღეს თავად მივიდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.