ახალი ამბები

ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

17 ოქტომბერი, 2018 • 1218
ცაბაძის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლი დაიწვა

თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის მეორე სართული და გადახურვა დაიწვა.

საგანგებო სიტუაციები მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 150 კვ. მ. ფართი, ხოლო ხანძარი ამ დროისთვის უკვე ლოკალიზებულია.

მათ ცნობით, ადგილზე 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

საგანგეობის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაზიანებები არავის მიუღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი