ახალი ამბები

სარალიძის თქმით, პოლიციამ მისი მანქანა გაჩხრიკა და მას კარავი წაართვა

26 სექტემბერი, 2018 • 4375
სარალიძის თქმით, პოლიციამ მისი მანქანა გაჩხრიკა და მას კარავი წაართვა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის თქმით, პოლიციამ მისი მანქანა უკანონოდ გაჩხრიკა და კარავი წაართვა.

ვიდეოჩანაწერს, სადაც პოლიციელების ქმედების შემდეგ სარალძე პროტესტის ნიშნად მანქანის სავალ გზაზე წევს, ქრონიკა პლუსის რედაქტორი და სარალიძის მხარდამჭერი, ელისო კილაძე ავრცელებს. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ცდილობენ პოლიციელები, ძალის გამოყენებით სარალიძე სავალი ნაწილიდან გადააადგილონ.

კილაძის ინფორმაციით, სარალიძესთან ერთად მანქანით პარლამენტისკენ მიდიოდა, რა დროსაც ავტომობილი პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს, გადაკეტეს მოძრაობა, გაჩხრიკეს სარალიძის მანქანა და წაართვეს კარავი.

 

Posted by ელისო კილაძე on Wednesday, September 26, 2018

ნეტგაზეთი დაუკავშირდა შსს-ს, მათ უარყვეს ცნობა, თითქოს სარალიძე დაკავებულია, თუმცა კარავის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას ვერ ავრცელებენ. უწყებისგან პასუხის მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი