ახალი ამბები

1:0 – საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებს მოუგო

9 სექტემბერი, 2018 | | 1514
1:0 – საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრებს მოუგო

ევროპის ერთა ლიგის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ლატვიის ნაკრები დაამარცხა. ბორის პაიჭარის სახელობის დინამოს სტადიონზე მატჩი დასრულდა ანგარიშით 1:0.

თორნიკე ოქრიაშვილმა პენალტი 77-ე წუთზე გაიტანა.

შეხვედრა დაძაბულად მიმდინარეობდა. მთელი შეხვედრის განმავლობაში საქართველო აქტიურად უტევდა ლატვიას, რომლის ფეხბურთელებმაც სამი ყვითელი ბარათი მიიღეს. მატჩის ბოლოს საქართველომ გაუძლო ლატვიის პრესინგს.

მასალების გადაბეჭდვის წესი