ახალი ამბები

როლანდ ახალაია: ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება მივცეთ სააკაშვილის წინააღმდეგ

14 მარტი, 2014 • • 1308
როლანდ ახალაია: ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენება მივცეთ სააკაშვილის წინააღმდეგ

“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და მას არაფერი არა აქვს საერთო მტკიცებასთან. რაც შეეხება საქართველოს პროკურატურას, პროკურატურა დღეს არის კრიმინალურ ორგანიზაციად ჩამოყალიბებული, მათ დართული აქვთ ნება, რომ გააკეთონ ყველაფერი, ოღონდ საქმეები შეკერონ პოლიტიკური მოწინააღმდეგეების წინააღმდეგ. ისინი ყოველდღე იტაცებენ ადამიანებს, მოწმეებს, უკანონოდ თავისუფლების აღკვეთას აკეთებენ, აშანტაჟებენ, მაგრამ კაციშვილი პასუხს არ თხოვს მათ დღევანდელ დღეზე”, – განაცხადა როლანდ ახალაია, რომლის უმცროსი ვაჟი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია უკვე რამდენი თვეა პატიმრობაშია.

 

“ჩვენ, ჩემი ოჯახი 15 თვეა განიცდის ასეთ დევნას, მათ შორის ჩემზეც მიმდინარეობს პროვოკაციები, რამდენჯერმე დააკავეს ადამიანები, რომ ჩემთვის დაეყენებინათ, არ წყდება ეს მდგომარეობა. ამას აქვს ერთი ახსნა, თუ რატომ კეთდება ეს: ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ჩვენგან გამოეძალათ ჩვენებები სააკაშვილის წინააღმდეგ და დღემდე იმიტომ გვებრძვიან, რომ იქნებ სადმე გავტყდეთ და ვთქვათ რამე.


მინდა მათ ვუთხრა, რომ მათგან განსხვავებით ჩვენს ოჯახს ის სიმდიდრე გააჩნია, რასაც ჰქვია ღირსება და სამშობლოს სიყვარული და ერთგულება. ისინი ვერ გაგვტეხენ და ვერ გაგვაკეთებინებენ იმას, რაც არ ყოფილა. ვერც მორალურად და ვერც ფიზიკურად ვერ გაგვანადგურებენ. ეს გაითვალისწინოს ივანიშვილმა და მისმა შვილობილმა ღარიბაშვილმა.

 

დანარჩენეს მერე ვილაპარაკებ, კარგა ხანია ამ მიმართულებით ჩვენზე ზეწოლა მიმდინარეობს, რომ ჩვენ ჩვენება მივცეთ სააკაშვილის წინააღმდეგ”, – განაცხადა როლანდ ახალაიამ.


შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაიას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის დაუსწრებლად მიუსაჯა 3.9 წლით პატიმრობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი