ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზი მაღალჩინოსანი მასზე თავდასხმის გამოუძიებლობის მიზეზით გადადგა

22 აგვისტო, 2018 • 2385
აფხაზი მაღალჩინოსანი მასზე თავდასხმის გამოუძიებლობის მიზეზით გადადგა

ვიტალი გაბნია, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცეპრეზიდენტი, საკუთარი გადადგომის გადაწყვეტილების მიზეზს განმარტავს.

“იძულებული ვარ გადავდგე, რათა საკუთარი ღირსება დავიცვა. ეს გადადგომა არანაირად არ არის დაკავშირებული პოლიტიკასთან”,- აცხადებს გაბნია.

როგორც ის განმარტავს, საუბარია რამდენიმე დღის წინ მომხდარ ინციდენტზე, როდესაც მას თავს დაესხა ერთ-ერთი პირი და თავში ჩაარტყა. ვიტალი გაბნია კი შეშფოთებული იყო იმით, რომ დამნაშავე არ დასაჯეს.

“პრობლემა ის არის, რომ სუსტი აღმოვჩნდი იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ფიქრობს, აზროვნებს და კანონმორჩილია, აპრიორი სუსტია იმ უკანონო სისტემაში, სადაც ქუჩაა მმართველი. მთლიანობაში, სამართალდამცველი სისტემა განადგურებულია. სახელმწიფოს კლავენ, როდესაც არ სჯიან დამნაშავეებს და სჯიან უდანაშაულოებს. ვფიქრობ, აუცილებელია გადავდგე იმ მიზეზით, რომ არ შემიძლია საკუთარი უფლება და ღირსება დავიცვა ასეთი მაღალი თანამდებობიდან”.

მისივე თქმით, გადადგომის მიუხედავად, საკუთარ პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის.

მასალების გადაბეჭდვის წესი