ახალი ამბები

ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სახლები დაიტბორა

18 აგვისტო, 2018 • 2837
ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში სახლები დაიტბორა

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ძლიერი სეტყვისა და წვიმის გამო თელავისა და ახმეტის მუნიციპალიტეტებში დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები, სარდაფები და ეზოები. პრობლემები შეექმნა ავტომანქანების გადაადგილბასაც.

სააგენტოს ინფორმაციით, მუნიციპალიტეტებში ამ დროისთვის აღარ წვიმს, წყლის დონემ კი იკლო. მიმდინარეობს გზების გაწმენდისა და საცხოვრებელი სახლებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები.

​მათივე თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში თელავიდან და ახმეტიდან შემოსულია 51 შეტყობინება. სააგენტოს ინფორმაციით, ​ძლიერი ნალექისგან შექმნილი პრობლემების გამო არავინ დაშავებულა.

მასალების გადაბეჭდვის წესი