მსახიობი ზუზუ ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს

მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაიცვალა. შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მსახიობი გუშინ, 16 აგვისტოს ღამით გარდაცვლილი იპოვეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შსს-ს ინფორმაციით, ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
მარიამ ვარადაშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან.