ახალი ამბები

ავიახაზების თანამშრომელმა სიეტლის აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავი გაიტაცა

11 აგვისტო, 2018 • 2959
ავიახაზების თანამშრომელმა სიეტლის აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავი გაიტაცა

ავიახაზების თანამშრომელმა სიეტლის საერთაშორისო აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავი გაიტაცა. CNN-ის ინფორმაციით, გატაცებულმა თვითმფრინავმა ჰაერში დაახლოებით ერთი საათი გაატარა, შემდეგ კი 60 კმ-ს მოშორებით, ტყიან ნაწილში ჩამოვარდა. 76 ადგილიანი თვითმფრინავი სიეტლის აეროპორტიდან უნებართვოდ ადგილობრივი დროით საღამოს რვა საათზე აფრინდა. CNN წერს, რომ 29 წლის გამტაცებელი სავარაუდოდ, თვითმფრინავის ჩამოვარდნის დროს დაიღუპა.

გამტაცებლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. თავდაპირველად, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა კაცი მექანიკოსად მუშაობდა, მეორე ვერსიით ის აეროპორტში, ხმელეთზე მომსახურეობის ნაწლში მუშაობდა. CNN-ის ცნობით, ხმელეთზე მომსახურეობის ნაწილი თვითმფრინავის აფრენაზეა პასუხისმგებელი. გატაცებულ თვითმფრინავს აფრენიდან რამდენიმე წუთში, სამხედრო F-15 ტიპის სამხედრო თვითმფრინავები დაედევნა.

BBC ამერიკელი სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერს, რომ  შემთხვევა ტერორიზმს არ უკავშირდება. სიეტლის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ავიახაზების თანამშრომელმა ფრენა უნებართვოდ განახორციელა. გატაცებული თვითმფრინავი კი ჩამოვადა.

მასალების გადაბეჭდვის წესი