ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სოხუმი “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის წვრთნების გამო შეშფოთებულია

2 აგვისტო, 2018 • 2945
სოხუმი “ღირსეული პარტნიორი 2018”-ის წვრთნების გამო შეშფოთებულია

“აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში NATO-ს წევრი ქვეყნების ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნების  “ღირსეული პარტნიორი 2018″ დაწყების გამო”.

“მსგავსი ფორმატის სამხედრო აქციები აშშ-ს და დასვლეთის სხვა ქვეყნების პირდაპირი მხარდაჭერითა და დაფინანსებით ტარდება. ისინი საკუთარი ქმედებებით საქართველოს სამომავლო მილიტარიზაციის პროცესს ცნობიერად ხელს უწყობენ. საქართველოს სამხედრო-ტექნიკური პოტენციალისპერმანენტული ზრდა, სამხრეთ კავკასიის მთელ რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

საქართველოს და მისი დასავლელი პარტნიორების დესტრუქციული ქმედებების სიმეტრიულ პასუხად, აფხაზური მხარე რუსეთის ფედერაციასთან, ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სამხედრო-ტექნოლოგიური თანამშრომლობის ინტენსიფიცირებას გეგმავს”,  – ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყების განცხადებაში.

აქვე, აფხაზური მხარე რეგიონში შესაძლო ესკალაციაზე პასუხისმგებლობას საქართველოს და მის დასავლელ პარტნიორებს აკისრებს.

სწავლება “ღირსეული პარტნიორი 2018”, რომელიც გუშინ, 1 აგვისტოს დაიწყო, საქართველოში მეოთხედ ტარდება. წლევანდელ სწავლებაში მონაწილეობს 3 000-მდე სამხედრო, აქედან 1 300 ქართველია, 1 170 ამერიკელი და 500 სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. სწავლებაში ჩართულია 13 ქვეყანა – საქართველო, აშშ, გაერთიანებული სამეფო, გერმანია, თურქეთი, ნორვეგია, პოლონეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საფრანგეთი, ესტონეთი, ლიეტუვა და უკრაინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი