ახალი ამბები

დეკანოზი: ნაწილი იყო გახრწნილი, ნაწილი უხრწნელი

22 თებერვალი, 2014 • • 1467
დეკანოზი: ნაწილი იყო გახრწნილი, ნაწილი უხრწნელი

“ჭილოფში იყო გახვეული, კუბოში არ იყო. რომ ვთქვათ, რომ გახრწნილი იყო, ასე არ არის, მაგრამ არც მთლად უხრწნელი იყო. აი, ვერ ვიტყვი ასე, ნაწილი იყო გახრწნილი, ნაწილი უხრწნელი. აი, ძვალი და კუნთოვანი ქსოვილი არ არის გახრწნილი, სახე -კი”. -ამბობს იგი.

 

მისი თქმით, წმინდანობასთან არ არის კავშირში, სხეული გახრწნილია თუ არა, და წმინდანობა პირის გაკეთებული საქმეებს უკავშირდება. 

 

ცოტა ხნით ადრე ერთ-ერთმა მონაზონმა  განაცხადა, რომ იგი პირადად დაესწრო საფლავის გახსნის პროცესს და ამბობს, რომ ბერი გაბრიელის  ნეშტი უხრწნელი იყო:

 

“მისი ფეხსაცმელი ახალივით იყო, მუხლებამდე ვნახე მისი სხეული, რომელიც უხრწნელი იყო, ფერი ყავისფერი ჰქონდა”- ამბობს ის. 

 

ეკლესიის ოფიციალური განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ გავრცელებულა. საფლავის გახსნის პროცესს კი მხოლოდ საეკლესიო პირები ესწრებოდნენ. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს, 22 თებერვალს სამთავროს დედათა მონასტრში ბერი გაბრიელის საფლავი გახსნეს. ნეშტი ამ დროისთვის სვეტიცხოვლის ტაძარშია გადასვენებული.  ნეშტს 24 თებერვალს სამების საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და ერთი კვირის მანძილზე მრევლს ექნება საშუალება პატივი მიაგოს მას, აცხადებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია. 

 

საპატრიარქოს განცხადებით, გაბრიელ ბერი სამთავროს ფერისცვალების ტაძარში დაიკრძალება.

მასალების გადაბეჭდვის წესი