ახალი ამბები

საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირისადმი მხარდაჭერა გაზრდილია – NDI

1 აგვისტო, 2018 • 2454
საქართველოში ნატო-სა და ევროკავშირისადმი მხარდაჭერა გაზრდილია – NDI

NDI-ს კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ, გაზრდილია.

კითხვაზე, “მისაღებია თუ არა მთავრობის გაცხადებული მიზანი, საქართველო გახდეს ნატო-ს” წევრი, გამოკითხულთ 75%-მა დადებითად უპასუხა. 17%-სთვის ქვეყნის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მიურებელია, 8%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების მიმართ, ბოლო 5 წლის განმავლობაში, ყველაზე მაღალია. მიმდინარე წლის მარტის შემდეგ კი, მაჩვენებელი 10%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება ევროკავშირს: გამოკითხულთა 81% იზიარებს საქართველოს მთავრობის გაცხადებულ მიზანს ქვეყნის ევროგაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ. დადებითი განწყობის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც გაზრდლია. მარტის კვლევით, ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციას მხარს გამოკითხულთა 75% უჭერდა.

აღნიშნული კვლევა, 2018 წლის 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 409 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.9 პროცენტი. საველე სამუშოებს CRRC საქართველო ატარებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი