ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობაზე 6 მილიონზე მეტი დაიხარჯება

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, ბაკურიანის შემოვლითი გზის პროექტირება/მშენებლობა დაიწყო, რომელსაც ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს.

“მისი ღირებულება 6 მილიონ ლარს სცდება”, – აცხადებს სამინისტრო. 

“პროექტის ფარგლებში იგეგმება დაახლოებით 2.5 კილომეტრიანი გზის მშენებლობა. შემოვლითი გზის არარსებობის გამო, ბაკურიანში ხშირი იყო საცობები, რაც ტურისტების და ადგილობრივი მოსახელობის კომფორტულ და უსაფრთხო გადაადგილებას უშლიდა ხელს. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ეს პრობლემა სრულად მოგვარდება”, – იუწყება ინფრასტრუქტურის სამინისტრო. 

ბაკურიანის შემოვლითი გზის მშენებლობა  2019 წლის გაზაფხულზე უნდა დასრულდეს. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი